საფრანგეთის პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა მას შემდეგ შეიტანეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენების გზით, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო.

ამასთან, დასავლური მედია წერს, რომ უნდობლობის შუამდგომლობების დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ამისთვის, საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის უპრეცედენტო გაერთიანებას.

შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის