პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა

ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული ობლიგაციების განთავსება. ობლიგაციების ვადა 7 წელია, რომელთა ემისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო განთავსების გზით განხორციელდა.

აღნიშნული ტრანზაქციის მიზანს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბაზისბანკისთვის დამატებითი მეორადი კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს, რომელიც, ბანკის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად, მიმართული იქნება საცალო, მსხვილი და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ბაზისბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რითიც, საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ხელს ვუწყობთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. კაპიტალის გაზრდა ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას და მისთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულ ჩვენს პარტნიორებს, მასში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ობლიგაციები წარმოადგენს ასეთი ტიპის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და დღემდე გამოსული ყველაზე გრძელვადიანი კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანკები წარსულში არ მონაწილეობდნენ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე როგორც ემიტენტები. აღნიშნული ტრანზაქციით სს ბაზისბანკის მონაწილეობა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მადლობა ბაზისბანკის მენეჯმენტსა და ტრანზაქციაზე მომუშავე გუნდს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავევაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშისათვის მნიშვნელოვან ტრანზაქციას. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი საინტერესო ტრანზაქციით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს.“ - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.

ობლიგაციების ემისიის განთავსების აგენტი შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ იყო, იურიდიული მრჩეველი შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“, ხოლო გადახდის და კალკულაციის აგენტი სს „პაშა ბანკი საქართველო“ იყო.

(R)

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“