სერგეი ნაევი - რუსეთს  ბუფერული ზონების შესაქმნელად, უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურს

რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, სერგეი ნაევმა განაცხადა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგე გააგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავების მიზნით და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვითი ხაზების მშენებლობას და მობილიზებულების გადასროლას.

„აგრესორს სურს ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება ბუფერული ზონების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „უსაფრთხოება“, რომელიც უკვე „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის“, - აღნიშნა ნაევმა.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები, თავის მხრივ, შეაკავებენ ოკუპანტების შემდგომ წინსვლას და მათ ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას მაქსიმალურ ზიანს მიაყენებენ.

„გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები განავითარებენ თავიანთ საბრძოლო პოტენციალს კონტრშეტევისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება