გერმანიის ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციასგერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები თაბეა რიოსნერი (კავშირი 90/ მწვანეები), ნიკო ტიპელტი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია), გიოქაი აქბულუთი (მემარცხენეები) და ფალკო დროსმანი (სოციალ-დემოკრატიული პარტია) იქნებიან.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში არსებული კარგი საპარლამენტო ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ხოლო მთავარი სასაუბრო თემები იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხები, შიდა და გარე პოლიტიკა, ასევე, ევროპული პოლიტიკის მიმართულებები. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ისაუბრებენ განვითარების, სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის თემებზე და ღია ფორმატში განიხილავენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს.

ასევე, ვიზიტის მიზანია დეპუტატებთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავება, ადგილზე ინფორმაციის მიღება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება