გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს, ქეითლინ მერედისს და ამავე ოფისის ეროვნული პროექტის ოფიცერს, მარუფ ხაკიმოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.

„გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, UNODC-ის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს პროკურატურის მიერ დონორებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების, ასევე, პროკურატურის საჭიროებების თაობაზე.

UNODC-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს 2022-2023 წლებში გამართული ორი სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზებისთვის და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ UNODC-ის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერების მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა