თიანეთში ქვესადგურის რეკონსტრუქციის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 3 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს

თიანეთის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებთ 3 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება მაღალი ძაბვის ქვესადგურს „თიანეთი-110“ და 2 მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს, რითაც გაიზრდება მცხეთა-მთანეთისა და კახეთის რეგიონებს შორის ენერგომომარაგების საიმედოობა.

„მთლიანად იცვლება და რეკონსტრუქცია უტარდება ქვესადგურში არსებულ გამანაწილებელ მოწყობილობებს, მონტაჟდება მეორე ძალოვანი ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თიანეთის ენერგომომარაგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს „მაღაროსკარი“, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის იანეთთან აკავშირებს და მ/ძ გადამცემ ხაზს „კვეტერა“, რომლითაც თიანეთის რაიონიდან ელექტროენერგია ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეწოდება.

სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროეტის განხორციელებაში ჩართული არიან, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალი, ისე კონტრაქტორები. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება