ირაკლი შოთაძემ ბაჰრეინის სამართლებრივი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს ალი ალბუაინაინს, ბაჰრეინის სამეფოს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი და ბაჰრეინის ​ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ბაჰრეინის გენერალურმა პროკურორებმა ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოცდილების გაზიარებას და მხარეებს შორის რეგულარული კომუნიკაციის მექანიზმების შექმნას.

შეხვედრაზე მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოში სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება