ნინო წილოსანი - მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას - გამოვიდა ვინმე ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების ოჯახის რამდენიმე წევრი?

მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ფეისბუქში“ წერს, რითაც მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე - რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური „ფეიკკამპანიით“, რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?! რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების ოჯახის რამდენიმე წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე „ნაცების“ მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე? მათ შორის, საკუთარი „ნაცი“ მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!“, - წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ნერვული და სტენოკარდიული შეტევის გამო, ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის