აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური - სომხეთმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია სამხედრო მოსამსახურე

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის ზანგილანის რაიონზე გამავალ მონაკვეთზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმააზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელmწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხური მხარის მიერ განხორციელებული „პროვოკაციის შედეგად“, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამჟამად, ოპერატიული ვითარება სტაბილურია და ჩვენი ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშაა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მომხდარს სომხური მხარის მორიგ პროვოკაციად აფასებს, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად სომხურ მხარეს ეკისრება“, - აცხადებენ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა