დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან ერთად, ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომლის ინიცირებაც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, ცვლილებების მომზადება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც კანონს მეხუთე პრიმა მუხლი დაემატება.

„ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება.

როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, ცვლილებების მიღების და ამოქმედების ვადები შეზღუდულია და შესაბამისად, კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ბიუროს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის წინადადებით მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის