„თიბისი“ - ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

„თიბისი“ აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას და ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი - IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

„იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით: შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“, შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება, გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად, დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას, ადასტურებს გადარიცხვას, თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება.

ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ.

„თიბისი“ განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის