სი ძინპინი - ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, რომელიც დღეს რუსეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად „საერთაშორისო წესრიგის დასაცავად“ იმუშაოს.

„ჩინეთი და რუსეთი არიან როგორც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო საქმეებში. არასტაბილური და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო წესრიგის მტკიცედ დასაცავად რუსეთთან მუშაობა გააგრძელოს“, - აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში.

მისი თქმით, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების განხილვას გეგმავს.

„მოუთმენლად ველი ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე სიღრმისეულ განხილვას, რათა შევქმნათ გეგმა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული კოორდინაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი.

ცნობისათვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რო ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მშვიდობის საკითხი იქნება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება