გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მარტს, 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, თხინვალა.
11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, წიწამურა, ახალი კადოეთი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, ალოტი, მელიასხევი, კვერნაულა, ჩეკურაანთგორი, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.