ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძემ იმიტომ წამოიწყო ტაქსების რეფორმა, რომ მონოპოლიზირება მოახდინოს ამ უდიდესი სფეროსი და ხელში ჩაუგდოს ადამიანებს, რომლებიც დაახლოებულნი იქნებიან მასთან და „ქართულ ოცნებასთან“

კახა კალაძემ ტაქსების რეფორმა თავიდანვე იმიტომ წამოიწყო, რომ ამ უდიდესი სფეროს მონოპოლიზირება მოახდინოს და ხელში ჩაუგდოს კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც დაახლოებულნი იქნებიან კახა კალაძესთან და „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დრო გავა, ტაქსის მძღოლები ხელისუფლებისა და მერიის მხრიდან წნეხსა და დაწოლას კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ, საბოლოოდ კი, იძულებულები გახდებიან, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის, ან პირთა ჯგუფის დაქვემდებარებაში იყვნენ.

„ფაქტია, რომ ტაქსების რეფორმა კახა კალაძემ თავიდანვე იმიტომ კი არ წამოიწყო, რომ „ტაქსისტების“ მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, არამედ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის მიზანია, რომ მონოპოლიზირება მოახდინოს ამ უდიდეს სფეროსი და ხელში ჩაუგდოს კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც დაახლოებულნი იქნებიან კახა კალაძესთან და „ქართულ ოცნებასთან“. რაც უფრო მეტი დრო გავა, „ტაქსისტები“ კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ ამ წნეხსა და დაწოლას ხელისუფლებისა და მერიის მხრიდან, საბოლოოდ კი, იძულებულები გახდებიან, ისინი იყვნენ ერთი კონკრეტული ადამიანის ან პირთა ჯგუფის დაქვემდებარებაში,“ - განაცხადა ნადირაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა