საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.

„დოკუმენტს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ასევე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ოფისში აფხაზეთის სახელობის სამედიაციო დარბაზი გაიხსნა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და მინისტრმა ნანა გაბელიამ საზეიმოდ გახსნეს. აფხაზეთის სახელობის დარბაზში სამედიაციო პროცესები გაიმართება.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის აფხაზეთის დარბაზის გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, დიალოგის გზით დავის მოგვარება ის აუცილებელი პირობაა , რაზეც მედიაციის პროცესი დგას, სწორედ დიალოგი აფხაზ თანამოქალაქეებთან, არის ის ერთადერთი გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს შერიგებამდე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა