გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მოუწოდებს, გამოიყენოს რუსეთში ვიზიტი იმისთვის, რომ დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების, საავადმყოფოების და სკოლების დაბომბვა.
„ჩინეთი ადრეც საუბრობდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობაზე. გვინდა ვიხილოთ პრეზიდენტი სი ძინპინი ამ პოზიციის დამცველად, როდესაც ის პუტინთან ისაუბრებს. ეს ომი და თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტზე შეიძლება დღესვე დასრულდეს, თუ რუსეთი გამოიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ასე რომ, ვიმედოვნებთ, პრეზიდენტი სი ძინპინი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლისთვის, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების, საავადმყოფოების, სკოლების დაბომბვა და შეაჩეროს სისასტიკე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის პრესსპიკერმა.
ცნობისათვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რო ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მშვიდობის საკითხი იქნება.