უკრაინის თავდაცვის ძალები - ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას ალყაში მოქცევას ცდილობენ - ის, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს", - ამის შესახებ ტავრიისკის მიმართულების თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის პრესსპიკერმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.

„მტერი გამუდმებით ცდილობს ავდიივკას ალყაში მოქცევას. ავდიივკა, შეიძლება, მალე მეორე ბახმუტად იქცეს - ეს ასეა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ რუსულ ქვედანაყოფებში, რომლებიც ამ მიმართულებით უტევს, ყველაფერი ასე კარგადაა“, - აღნიშნა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა აღნიშნული მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში დაახლოებით სამი ასეული დაკარგა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება