დიმიტრი მედვედევი - სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება - მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას

სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაცემულია პუტინის დაპატიმრების ორდერი, საშინელი შედეგები ექნება საერთაშორისო სამართლისთვის.

„ეს არის საფუძვლების, სამართლის პრინციპების კოლაფსი, მათ შორის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პოსტულატების”, - აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევი მიმართავს მოსამართლეებს, „ყურადღებით უყურონ ცას“.

„და სასამართლო უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომაც არ დაიწყებენ ომს. მათ შეეშინდებათ. არავის შეებრალებათ, ასე რომ მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას“, - განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის