აფხაზეთის მთავრობასა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა.

„მათ შორის, რუხის საკონსულტაციო ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, ასევე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების უფლების რეალიზაციის მიმართულებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერა.

იურიდიული დახმარებისა და უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება