არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, მოზარდები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ.

„არასრულწლოვნებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და დეკორატიული მასალები შექმნეს; მიიღეს ინფორმაცია თიხასთან მუშაობის სპეციფიკაზე.

მსგავსი აქტივობები მოზარდებისთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025