თეთრი სახლი - მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით

თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდებს, გამოიყენოს მოსკოვში ვიზიტი და უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდებიან", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ის, ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა