აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტი მიანიშნებს ჩინეთის განზრახვაზე, უკრაინაში რუსეთის სისასტიკე „დიპლომატიური საფარველით“ უზრუნველყოს.
„ის, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში გაემგზავრა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას ანგარიშვალდებული გახადოს კრემლი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის და იმის ნაცვლად, რომ დაგმოს, ურჩევნია „დიპლომატიური საფარველით“ უზრუნველყოს რუსეთი, რომ გააგრძელოს სწორედ ამ დანაშაულების ჩადენა“, - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ის, ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.