რუსეთი აპირებს კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას, როდესაც იქ საკმარისად უსაფრთხო პირობები იქნება, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.
„გვინდოდა, რომ მათთვის თავიდან აგვეცილებინა ის საფრთხე, რომელიც, შეიძლება, სამხედრო მოქმედებების გამო დაემუქროთ. სულ ესაა. რუსეთში ძალით ჩამოყვანილი ბავშვების საკითხი სრულიად გადაჭარბებულია”, - თქვა ნებენზიამ.
გაერო-ს საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია ომის დანაშაულად ითვლება. კომისიის მტკიცებით, არსებობს მტკიცებულება ასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონო გადაყვანის შესახებ.