უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ პროექტს 18 ქვეყანა აწერს ხელს

ევროპის თავდაცვის სააგენტოს პროექტს უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ და წევრი სახელმწიფოების ეროვნული მარაგების შესავსებად 18-მა სახელმწიფომ, ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ და ნორვეგიამ, მოაწერა ხელი, - ინფორმაციას ევროპის თავდაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პროექტი გზას უხსნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიას, გააგრძელონ წინსვლა ორი მიმართულებით : საუბარია ორწლიან, სწრაფ პროცედურაზე 155 მმ კალიბრიან საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით და შვიდწლიან პროექტზე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის შესაძენად.

„შეთანხმებას ხელი მოაწერეს ავსტრიამ, ბელგიამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა და ნორვეგიას. უფრო მეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე გამოხატა განზრახვა, შეუერთდეს ინიციატივას უახლოეს მომავალში, ეროვნული პროცედურების დასრულების შემდეგ“, - აცხადებენ ევროპის თავდაცვის სააგენტოში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის მომავალი ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების გაგზავნა შეათანხმა. კერძოდ, ევროკავშირი უკრაინას ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს გაუგზავნის. მინისტრების მიერ დამტკიცებული გეგმა ეფუძნება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის წინადადებას, ჭურვებზე 1 მილიარდი ევრო მარაგებიდან დახარჯულიყო, ხოლო 1 მილიარდზე მეტი კი - ერთობლივი შესყიდვის გზით.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება