ლევან დავითაშვილმა ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქალაქ კაიროში ეგვიპტე - საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ქვეყანამ 2021–2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2023-2027 წლებში საქართველოს რეგიონში, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.

ლევან დავითაშვილმა ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებულ წარმატებებზე, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაკეთდა.

ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ეგვიპტეს ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც ისეთ სექტორებში განხორციელდა, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მისივე თქმით, ქუთაისისა და საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ეგვიპტიდან ინვესტიციები ხორციელდება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და დაბალი საგადასახადო ტვირთის გარდა, კომპანიებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დამატებით შეღავათებსაც სთავაზობს.

ბიზნესფორუმზე ასევე, მოხსენება ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური სააგენტოს (GAFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოსამ ჰეიბამ და ეგვიპტის სხვა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.

ბიზნესფორუმის მსვლელობისას, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალურ სააგენტოსა (GAFI) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის. მემორანდუმი მიზნად მხარეებს შორის საინვესტიციო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, თანამშრომლობის წახალისებას ისახავს. ამასთანავე, ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესკლიმატის თაობაზე ინფორმაციის გაცვლას.

ქართული დელეგაციის მხრიდან კაიროს ბიზნესფორუმში ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან - სოსო ფხაკაძე, ლევან ვეფხვაძე, აკაკი საღირაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი მონაწილეობდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება