ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბავარიის სამთო სამაშველო სამსახურის მთავარ ექსპერტს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე ბავარიის სამთო სამაშველო სამსახურის მთავარ ექსპერტს, შტეფან ბლოხუმს შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სამთო ექსპერტი საქართველოში სამთო მაშველის პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით ჩამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტი საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შედგა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებასა და საქართველოში მეტი ტურისტის ჩამოყვანაზე, უსაფრთხოებას და უსაფრთხო ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. GIZ-ის დახმარებით, საქართველოში ბავარიიდან სამაშველო ექსპერტი ჩამოვიდა, რომელიც გაგვიზიარებს გერმანიის მთებში, ალპებში რა სტანდარტები მოქმედებს სამთო ტურიზმის მიმართულებით”, - აცხადებს მაია ომიაძე.

შეხვედრაზე სამთო კურორტებზე უსაფრთხოებისა და მაშველთა გადამზადების საკითხები განიხილეს.

შტეფან ბლოხუმმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ხედვები გააცნო.

„საქართველოში მომიწვიეს რომ პრეზენტაცია წარმოვადგინო და მოკლედ გაგაცნოთ სამთო სამაშველო სამსახურის როლი ბავარიასა და ალპებში და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება“,-განაცხადა შტეფან ბლოხუმმა.

შეხვედრას საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, კურორტების განვითარების სააგენტოს, მთის ტრასების სააგენტოს, სათხილამურო ტრასების სამაშველო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურისა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა შედგა. საუბარია სამთო მაშველის როგორც დამოუკიდებელი პროფესიის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. როგორც იცით სხვა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიებში ჩვენ გავიარეთ სტანდარტიზაცია, პროგრამის გაწერა. ამიტომ ვფიქრობთ ძალიან კარგი მაგალითია ბავარიის სამთო სამაშველო მომზადების ცენტრი ,“-ამბობს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნიკა ერქომაიშვილი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს