ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას

დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას.

„დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას.

სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს, წაახალისებს და თავად ჩაუდგება სათავეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა