ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხი ხედავს და რაც დრო გავა, უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ყველაფერი შესაბამისობაშია იმ ტენდენციებთან და პრაქტიკასთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რაც დრო გავა, მოსახლეობა მით უფრო დაინახავს, რომ ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, ევროპასა და მთელ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს შეესაბამება. ამით მან ე.წ. აგენტების შესახებ კანონისა და EPP-ს ინიციატივის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, EPP-ს ინიციატივის განხილვას, რომელიც ევროკავშირში ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის სავალდებულო შემოღებას ეხება, საქართველოს მთავრობა დააკვირდება და შემდგომ შეაფასებს.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დაინახავს, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი შესაბამისობაშია იმ მსოფლიო ტენდენციებთან და პრაქტიკასთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია. თქვენ ახსენეთ EPP-ს ინიციატივა, რომელიც ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის შემოღებას ეხება და რომელიც ევროკავშირისთვის სავალდებულო გახდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და შემდეგ შევაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას