უნგრეთი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა

უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება დაბლოკა.

უნგრეთის მთავრობამ გამოცემა Index-ს განუცხადა, რომ ბუდაპეშტს პუტინის დაკავების ორდერზე ვეტო არ დაუდევს, არამედ, ის „მხოლოდ შეეწინააღმდეგა რეზოლუციას, რომლის მიღებაც ჯოზეფ ბორელს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით სურდა. ამის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ პროტესტი გამოთქვა“.

მათივე განმარტებით, უნგრეთის მთავრობამ მიიჩნია, რომ ჯოზეფ ბორელს განცხადება მხოლოდ საკუთარი სახელით უნდა გაეკეთებინა და არა ბლოკის ყველა წევრი ქვეყნის სახელით.

Bloomberg-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი განცხადება დაბლოკა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის