„საქსტატი“ - IV კვარტალში მშპ-ს მოცულობა, მიმდინარე ფასებში, 20 563.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, მიმდინარე ფასებში, 20 563.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.7%-ით გაიზარდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (16.7%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%) გამოირჩევა.

„მთლიანი შიდა პროდუქტისპროცენტული ცვლილება 2022 წლის IV კვარტალში 10%-ით განისაზღვრა. 2022 წლის მეოთხე კვარტალში, მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (33.2%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (60.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.9%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (5.0 %).

კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-8.7%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-8.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.2%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (16.7%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%) გამოირჩევა. შემდეგ პოზიციებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1%), მშენებლობა (10.0%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6%), სახელმწიფო მმართველობა (6.1%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.1%) იკავებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, სამსახურის ცნობით, 2022 წლის კვარტალური მაჩვენებლები, 2023 წლის ნოემბერში, 2022 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება.

„მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტლების მიხედვით ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე ხდება. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან, შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით.

2022 წლის კვარტალური მაჩვენებლები, 2023 წლის ნოემბერში, 2022 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის