იაპონიის საგარეო უწყება - პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტისას გამოხატავს უკრაინის მიმართ იაპონიის სოლიდარობასა ურყევ მხარდაჭერას

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა სამშაბათს კიევში უკრაინისპრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გამოხატავს უკრაინის მიმართ იაპონიის სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას და ასევე, პატივისცემას უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეუპოვრობის მიმართ, რომელიც დგას საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

„პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მტკიცედ დაგმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და სტატუს-კვოს ცალმხრივად შეცვლას ძალის გამოყენებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მოწოდებულია დაიცვას კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრი ხვალ პოლონეთს ეწვევა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის პრემიერი, მოულოდნელი ვიზიტით, უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება