ნინო წილოსანი - პარლამენტის შენობის „შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, Gen Z-ის თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ.

როგორც მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა, „პარლამენტის შენობის შტურმისტები, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ“.

„ამ დღეების მანძილზე, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, რომ უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ ისევე, როგორც ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია. ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. ამ დღეების მანძილზე ცდილობდნენ ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ, მაგრამ ეს თაობა სწორედ ჩვენი შვილებია. ვისაც, ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ,რა საჭიროებები აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, გავაუქმეთ ინიციატივა, რომელზეც ამბავი ატყდა. მათი ინტერესები და მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ დავიხიეთ და ეს ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის შენობის „შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ. კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ, უცხო სიტყვებით და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას, - განაცხადა წილოსანმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა იმაზე, რომ მიმდინარეობს კამპანია, რომლითაც ადამიანებს მოღალატეებად აცხადებენ.

„არ შემიძლია არ დავიწყო იმ უსირცხვილო კამპანიით, ერთი ხელის მოსმით ადამიანებს მოღალატეებად რომ რაცხავდნენ. სუფთა საბჭოთა, ბოლშევიკური ხელწერით ადამიანების უსამართლოდ „გაშავებას“ ისახავდნენ მიზნად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამიანი სიტყვა „მოღალატის“ შინაარს კარგად ხვდება, ასე ხელის აღებით, მარტივად ვერ გამოიყენებს სხვის მიმართ“, - განაცხადა წილოსანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა