ოლაფ შოლცი - მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომის დასრულებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ  ომი ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება და მშვიდობა შეუძლებელია რუსული ჯარების გაყვანის გარეშე.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა Rheinische Post-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, ომის დამთავრების შემდეგაც, ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას მაშინვე ვერ დაუბრუნდება.

„მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა მის დასასრულებლად", - დასძინა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მშვიდობის დამყარების პირობების კარნახის საშუალება არ უნდა მიეცეს“.

„უკრაინას უნდა შეეძლოს დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ვერ ხედავს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის შესაძლებლობას რუსული არმიის გაყვანის გარეშე.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი. საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა დაირღვეს“, - განაცხადა შოლცმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის