რუსული მედია - სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი ჩინეთში მიიწვია

რუსეთის ახალი ამბების სააგენტოს „რიას“ ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი ჩინეთში მიიწვია.

სააგენტოს ცნობით, ლიდერებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პეკინში 2023 წლის ბოლომდე ჩავა. ამასთან, ჩინეთსა და რუსეთს შორის სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებების მიზნით სი ძინპინმა ჩინეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინიც მიიწვია.

სი ძინპინი, სამდღიანი ვიზიტით, მოსკოვში გუშინ ჩავიდა. რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ოთხსაათ ნახევარი გაგრძელდა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება