რატი იონათამიშვილი - ვინც დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას, მათ მიერ საუკუნის „აფიორასთან“ გვქონდა საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ბიოკოტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ეს ის ქვეყნებია, სადაც მოქმედებს რუსული კანონი. კანადა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ეს ის ქვეყნებია, სადაც ახლა განიხილება აქტიურად რუსული კანონის მიღება. მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი ვთქვათ, რომ იმ პარტიებს, რომელმაც დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს არა პარლამენტს, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულებას, მათ მიერ განხორციელებულ საუკუნის „აფიორასთან“ გვქონდა საქმე, რომელიც იქნება გაკვეთილი იმისა, თუ როგორ შეიძლება იაფფასიანი ტყუილებით იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ტექნიკის მცოდნე ადამიანმა იმისთვის, რომ საზოგადოების გულწრფელ ემოციებზე იმოქმედოს და ითამაშოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

დეპუტატმა შინაგან საქმეთა ყოფილიი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ინტერვიუს დროს ნათქვამი რამდენიმე ციტატა გაიხსენა.

„ამ ციტატაში ჩანს რეალური მიზნები, რაც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ჯგუფებს, რომლებსაც სინამდვილეში, არ აინტერესებთ არც ჩვენი ადამიანების გულწრფელი პროცესი, არც 12 რეკომენდაციის შესრულება, არც საქართველოს დაახლოება ევროინტეგრაციის გზაზე. ერთადერთი, მათი მიზანია რაიმენაირად არეულობის შექმნა ამ ქვეყანაში, რაც უნდა გადაიზარდოს საომარ მოქმედებებში და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მათ პირად კეთილდღეობას უზრუნველყოფს, თორემ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობა რომ მათ არ ადარდებდათ მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა და ბიოგრაფია არის ამის მაგალითი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს