პრეზიდენტმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სურს, რომ ეს დღე განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად იქცეს.

„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს. ვულოცავ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებსა და ჩვენს ყველა სტუმარს, ვინც დღეს გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს.

ახალი წლისა და ახალი მოსავლის ზეიმს ვულოცავ ასევე, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს, თურქეთსა თუ ირანში, ყაზახეთსა თუ თურქმენეთში და მთელ მსოფლიოში.

ვისურვებდი, რომ ეს დღე იქცეს ახალ საწყისად, ახალი სიცოცხლის წყაროდ, განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად”, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის