უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი - ბახმუტის დაცვა გრძელდება, მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტები ქალაქის ცენტრისკენ წინსვლას ცდილობენ, მაგრამ თავდაცვის ძალები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

„ბახმუტის დაცვა გრძელდება, აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში ფრონტის მთელ ხაზზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, რუსული ძალები, ბახმუტის მიმართულებით, მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

„ბახმუტის მიმართულებით მუდმივად ნადგურდება მტრის ტექნიკა, ცოცხალი ძალა და საწყობები“, - აღნიშნა ალექსანდრე სირსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება