ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგი გაიარეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლებმა ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის მიზანი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მოახლოებასთან ერთად გაზრდილი სამგზავრო ნაკადების კონტროლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით აეროპორტის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება იყო.

სემინარს ქუთაისის აეროპორტში ექსპერტი, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ატაშე, რაიტის ტილიკსი უძღვებოდა.

„27 მარტიდან იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, დგება აქტიური მოგზაურობის დრო და ჩვენც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები შესაბამისად მომზადებულები ვხვდებით ტურისტულად დატვირთულ სეზონს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა დოკუმენტაციის შემოწმების მიმართულებით კომპეტენცია აგვემაღლებინა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სიახლეებს გავცნობოდით“,-განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი, ამ ეტაპისთვის 28 მიმართულება, ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება, ივნისიდან კიდევ 5 ევროპული მიმართულება ემატება.

„ევროპის მიმართულებით გამფრენი მგზავრი აეროპორტში მისვლისას თავდაპირველად გადის ე.წ. Precheck-ს, სადაც ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ევროკავშირის Frontex-ის მესაზღვრეებიც დგანან. მესაზღვრეები რეგისტრაციამდე საქართველოს მოქალაქეებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას უმოწმებენ, შემდეგ მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები რეგისტრაციისას საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვთ, უმოწმებენ პასპორტს, ვიზას, გაფრენის ბილეთს და დამატებით სხვა სამგზავრო დოკუმენტაციას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება