მედია - აშშ-ს პოლიცია დონალდ ტრამპის დაკავების შემთხვევაში მოსალოდნელი არეულობისთვის ემზადება

აშშ-ის დიდ ქალაქებში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში პოლიცია პოტენციური არეულობისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკავებენ.

მანჰეტენის პროკურორმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენოს იმის გამო, რომ პორნოვარსკვლავს, რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. თუკი პროკურორი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირველი შემთხვევა.

მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს წინ ფოლადის ბარიკადები აღმართეს. პოლიციის დამატებითი ძალები მობილიზებულია „ტრამპ თაუერთანაც“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 18 მარტს განაცხადა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ. იმავე დღეს, მან სოციალური მედიის საკუთარ პლატფორმაზე, TRUTH Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა