ილიაუნის საპატიო დოქტორი ერიკ ლი მკითხველს შეხვდა

21 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე იგი მომავალ წიგნზე „1924 წლის აჯანყება: საქართველო და ევროპაში დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“ ისაუბრებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის შემოდგომაზე წიგნის გამოცემა ინგლისურად და ქართულად იგეგმება.

„ავტორი 1924 წლის აჯანყების მზადების პროცესსა და წინაპირობებზე, მის სასტიკ ჩახშობასა და იმ გამოხმაურებაზე მოგვითხრობს, რომელიც ამ აჯანყებას მოჰყვა ევროპაში მთავრობების, ასევე მემარცხენე მოღვაწეთა მხრიდან. იგი ვარაუდობს, რომ 1924 წლის აჯანყებაზე რეაქციამ დაუდო საფუძველი დემოკრატიული სოციალიზმის წარმოშობას ბოლშევიზმის საპირწონედ.

ერიკ ლის ქართველი მკითხველი წიგნებით „ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“(2018) და „ქართული ამბოხი ტექსელზე - ბოლო ბრძოლა ევროპაში“ (2020) იცნობს. ორივე წიგნი ქეთი ქანთარიამ თარგმნა და გამომცემლობა „ზიარმა“ გამოსცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო