გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 8 317 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 8 317 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 892 კი - დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაფიქსირდა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 6 446 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 374 დაშავდა. რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი დაიღუპა 1 871 და დაშავდა 2 518 მოქალაქე.

ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ტერიტორიებიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ინფორმაციის მიწოდება გვიანდება, ან საერთოდ ვერ ხერხდება. მათ შორისაა ქალაქები მარიუპოლი დონეცკის ოლქში, ასევე ლისიჩანსკი, პოპასნა და სევეროდონეცკი ლუგანსკის ოლქში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება