გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მარტს 11:40-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს: გიორგიწმინდაში აღმაშენებლის, კანდელაკის, სოხუმის, თბილისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩებზე, გლდანის მასივის ტერიტორიაზე, სოფელ გლდანში.

11:00-დან 17:00 საათამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, ნატახტარი, სელექცია.

10:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთში: ბუხაიძის, იოსელიანის, მერაბ კოსტა

ვას, ტაბიძის, ჭავჭავაძის, ფარნავაზის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, კოჭობა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბაზე.

10:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება