მამუკა მდინარაძე ანა ნაცვლიშვილს - მგონი, მართლა ფაშისტები ხართ! თქვენ წინასწარ  ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ „ბოლშევიკები“ - დაუჯერებელია, რაღაც ხდებოდეს და 7-8 წელი ადამიანი გაჩუმებული იყოს

ნუ შემოხვალთ იმ თემაში, მე რას დავუჯერებ და რას არ დავიჯერებ - მგონი, მართლა ფაშისტები ხართ! ჩემთვის დაუჯერებელია, 7-8 წლის განმავლობაში რაღაც ხდებოდეს, 7-8 წლის განმავლობაში ადამიანი გაჩუმებული იყოს და შემდეგ ამ ფაშისტურ კამპანიას რაღაც დაემთხვეს, - ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

სესიაზე განხილვის საგანი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ იყო, რომელიც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა წარადგინა. სწორედ აღნიშნულ პროექტზე მსჯელობისას, “ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ნაცვლიშვილმა მასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება,

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, “ქართული ოცნება“ თანამშრომლობს და მისი პროპაგანდის მთავარი საყრდენია ადამიანი, რომელიც სასამართლოს მიერ მხილებულია ძალადობაში. ნაცვლიშვილის თქმით, ამის შემდეგ დაუჯერებელია, რომ “ქართულ ოცნებას“ ქალთა უფლებები მართლა აწუხებს.

“მდინარაძეს განცხადება სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს მიემართება, ბრალს სდებთ იმაში, აქამდე სად იყავით და ხმას რატომ არ იღებდითო... თუ თქვენ ვერ ხვდებით, მინდა გენდერული თანასწორის საბჭოს თავმჯდომარეს ვთხოვო, ამ ტრიბუნიდან განგიმარტოთ თქვენი განცხადების სრული აბსურდულობა. ხელის დაფარება მოძალადეებზე, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაში სასამართლოს მიერ არიან მხილებული, მათთან ერთად ეთერში ჯდომა, ამ ადამიანების მთავარ პროპაგანდისტებად გამოყვანა, ამ დიდ და სწორ შრომას წყალში ყრის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ განხილვისას.

მდინარაძემ ნაცვლიშვილს მიმართა, ნუ შევა დისკუსიაში, თუ რას დაიჯერებს და რას - არა.

“მგონი, მართლა ფაშისტები ხართ! დაუჯერებელია ჩემთვის 7-8 წლის განმავლობაში რაღაც ხდებოდეს, 7-8 წლის განმავლობაში ადამიანი გაჩუმებული იყოს და შემდეგ ამ ფაშისტურ კამპანიას რაღაც დაემთხვას. თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას - ასე აკეთებდნენ „ბოლშევიკები“, როცა ხალხს სასამართლოს და განაჩენის გარეშე ასამართლებდნენ. იგივეს აკეთებთ თქვენც! - მოგვეცით უფლება რაღაც სუბიექტურად დავიჯეროთ და რაღაც არ დავიჯეროთ“, - განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თავის მხრივ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძით დაწყებული, “ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის თაოსნობით დასრულებული ამ წლების განმავლობაში ქალების პოლიტიკური, ეკონომიკური გაძლიერებისთვის და დანაშაულებზე რეაგირებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი