სემეკი - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან/და დარიცხვის გადამოწმება, ასევე სხვა სახის განცხადებები, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გარდა.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სემეკის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში კომუნალური სერვისების დანერგვის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით დღემდე 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა