პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს - კალიგულას გზას გაუყვებიან

„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, ხელისუფლება შესაძლოა, დაუბრუნდეს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგვინებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ „კალიგულას გზას გაუყვება“, თუმცა მთავარია პროცესში ქვეყანა გადარჩეს.

„"ქართულ ოცნებაში" არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს. თანდათანობით კალიგულას გზას გაუყვებიან თავდაღმართში, ოღონდ მთავარია ქვეყანა გადარჩეს.

რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ და ინაშვილი ლაპარაკობდა იმას ლაპარაკობს დღეს კობახიძე. იმ დონემდე მივიდა კობახიძე, რომ ვუყურებ თარხან მოურავი უფრო პატრიოტია, ვიდრე კობახიძე.

საქართველოს, ვინც დააკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს! როგორც რუსულ კანონზე გამოვედით და ვამბობდით, სანამ არ შეიცვლება არ წავალთ, ასევ უნდა ვთქვათ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება არ წავიდეთ! ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზეც, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაონ.

მისი თქმით, მარგველაშვილის პოზიცია ლოგიკურია, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ვადამდელი არჩევნების მიღწევა.

„მესმის გიორგი მარგველაშვილის ლოგიკის, როდესაც დააყენა ასეთი საკითხი - თუ რუსული რეჟიმი ევროპას გვაკარგვინებს, რას ველოდებით 2024 წელს? - ეს კითხვა ლოგიკურია. მთავარი საკითხია, როგორ ვაღწევთ ვადამდელ არჩევნებს.

პოლიტიკოსი ხალხის გარეშე არავინ არის. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსი კი არ იღებს, ხალხი იღებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები თუ არ იქნება, მანამდე არჩევნები არ მინდა, ესეც არ არის სწორი. ქვეყნის გადარჩენის და ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას. რისი პოლიტიკოსები ვართ, თუ ხალხს ვერ ვუხსნით სათქმელს, რომ ევროპა ნიშნავს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კოალიციური ოპოზიციის მოსვლას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აზრი თუ არა, მანჯგალაძე პასუხობს, რომ ყველა მოთხოვნას, „რა თქმა უნდა, აქვს აზრი“.

„მაგრამ საჭიროა მომზადება, ხალხისთვის სწორად ახსნა. ამ მიმართულებით სამუშაოა და მოუმზადებლად საკითხების დაყენება არ არის სწორი“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება