ავღანეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო ANI-ი იტყობინება, რომ ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ნიუ დელიშიც.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.