ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. სასიხარულო ფაქტია, რომ ქართული სტარტაპები განაგრძობენ განვითარებასა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურ ბაზარზე.

„ქართული სტარტაპების წარმატებასა და განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებს ფინანსური ინდიკატორები. ჯიტას მიერ დაფინანსებული სტარტაპების შემოსავლები 120 მილიონ ლარს აღწევს, როდესაც მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა 32 მილიონი ლარია. განსაკუთრებით გასახარია, რომ ეს შემოსავლები მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა და მომსახურების რეალიზაციით და ამ 120 მილიონში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციები.

პრეზენტაციაზე ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე- კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპ ეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე მეტყველებს.

ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები გამოჰყო და დააჯილდოვა:

„გმირი პროექტი“ და მისი შემქმნელები - 3D გრაფიკოსი ივანე ნაზღაიძე და ნეიროქირურგი გიორგი გეგია. სწორედ ამ ორი ადამიანის თანამშრომლობით სიცოცხლის მეორე შანსი მიეცა 5 წლის ბავშვს, რომელსაც ჰიდროცეფალიის უიშვიათესი შემთხვევა ჰქონდა. ჯიტას ფაბლაბში 3D პრინტერზე დაიბეჭდა თავისქალის მოდელი, რომელზეც ჩატარდა სატესტო ოპერაცია და შედეგიც სახეზეა, ბავშვი განაგრძობს ცხოვრებას, გადის რეაბილიტაციას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საერთაშორისო აღიარება - ჯიტას მიერ 2021 წელს დაფინანსებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებ პლატფორმა Theneo, რომელმაც შეძლო, მსოფლიოს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე „ვებ სამიტზე“ ჩემპიონი სტარტაპი გამხდარიყო და ღირსეულად წარმოეჩინა ქართული სტარტაპ ეკოსისტემა.

პირველი გლობალური „ექსითი“ - PulsarAI- პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. PulsarAI-მ შეძლო ნიუ- იორკული კომპანიის დაინტერესება და გლობალურ დონეზე წარმატებული „ექსითი“ -ს განხორციელება.

ინვესტორი - ნომინაციის გამარჯვებული კალათბურთის ვარსკვლავი ზაზა ფაჩულიაა, რომელიც მუდმივად ეხმარება ქართულ სტარტაპებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება