მაკა ბოჭორიშვილი გიორგი ვაშაძეს - ვიდრე ჩემი შეგრცხვებათ, იქნებ საკუთარ ქცევაზეც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად

გაუგებარია, რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში! ალბათ, რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე! , - ასე მიმართავს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ვაშაძე ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ "საქართველოს სირცხვილია", რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ "რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა".

ბოჭორიშვილი ვაშაძეს ურჩევს, ვიდრე მისი შერცხვება, საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეს.

"რომელია ტყული და დეზინფორმაცია?

- ის, რომ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებაზე თქვენ არ გიზრუნიათ?!

- ის, რომ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებიხართ პარლამენტში, რაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა?!

- ის რომ ბრიუსელში ყვებით, რომ ეს მთავრობა ‘’რუსულია’’ და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!

ერის სახელით რომ საუბრობთ ბრიუსელში, საინტერესოა, ის თუ მოყევით, რომ საპროტესტო აქციზეც კი არ გაგაჩერათ ხალხმა თქვენ პირადად?!

თქვენი მხარდამჭერების რაოდენობაზე ახლა არაფერს ვიტყვი, 2024 წელს დაველოდები…

ძალიან კარგად ხვდებით, რასაც აკეთებთ და ისიც იცით, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც ხართ.

ასე რომ, ვიდრე ჩემი შეგრცხვებათ, იქნებ საკუთარ ქცევაზეც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად და რა წვლილი შეგაქვთ ევროკავშირთან დაახლოებაში და მერე წეროთ ჩემზე რეპუტაციის შემლახავი პოსტები"- წერს მაკა ბოჭორიშვილი "ფეისბუქზე".

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს