სერგეი ლავროვი - რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

მოსკოვში გამართული რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება აშშ-ის საქმე არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

”ეს მათი საქმე არ არის, არც ამერიკელების საქმეა,” – უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა სი ძინპინის რუსეთში ვიზიტზე დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით დაუსვა.

გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სი ძინპინის რუსეთში ჩასვლა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემიდან რამდენიმე დღეში იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, კრემლი ანგარიშვალდებული გახადონ იმ სისასტიკის გამო, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის