რუსული მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთში ვიზიტი დაასრულა და მოსკოვი დატოვა.
„22 მარტს, დილით (ადგილობრივი დროით), პრეზიდენტი სი ამთავრებს მის სახელმწიფო ვიზიტს და რუსეთიდან ჩინეთში მიემგზავრება“, - იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება CCTV.
შეგახსენებთ, ჩინეთის ლიდერი რუსეთს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, რა დროსაც მან და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ურთიერთობების გაღრმავების პირობა დადეს.